Diacom Technology®-ის სახელი დიდი ხანია გახდა ცნობილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მილიონობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან ამ სახელს “ბიორეზონანსის” ტექნოლოგიების მაღალხარისხიან მოწყობილობებს უკავშირებს.

Diacom Technology®-ის ისტორია დაახლოვებით 20 წელს ითვლის და ეს არის საოცარი აღმოჩენების, შორსმჭვრეტელი ქმედებებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების ისტორია, რამაც კომპანიას სიყვარული, მომხმარებლების პატივისცემა და მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

Diacom Technology®-ის შექმნას სათავე დაუდო სრულიად განსხვავებულმა კომპანიამ,  სახელწოდებით “Auto Expert Service”.

დოქტორი ხაჩატურ მკრტჩიანი, კომპანია Diacom დამფუძნებებლი

2002 წელს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა (ამჟამად Diacom Technology®-ის პრეზიდენტი) – ბუნებრივი მედიცინის ფილოსოფიის დოქტორმა ხაჩატურ მკრტჩიანმა, ნიჭიერმა გამომგონებელმა, მრავალმხრივმა და ძალიან ენერგიულმა ადამიანმა, თავის კოლეგებთან ერთად წამოიწყო კომპანიის შექმნა, რომლის მთავარი ამოცანა იყო მონიტორინგი ავტომანქანების უსაფრთხოების დარგში. კერძოდ, მანქანების მგზავრების პასიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სისტემების შემუშავება და მონიტორინგი. კომპანია დინამიურად განვითარდა და მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრის სრულიად რუსეთის საავტომობილო ინსტიტუტთან, ფედერალურ სახელმწიფო უნიტარულ საწარმოსთან “NAMI”, მოსკოვი. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ სფეროში საქმიანობა შეჩერდა.

ცოტა მოგვიანებით, Auto Expert Service-ის განვითარებისა და იდეების საფუძველზე, ხაჩატურ მკრტჩიანის და მისი თანამოაზრეების ინოვაციური გადაწყვეტილებების წყალობით, გაჩნდა იდეა სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური პარამეტრების გაზომვისა და მონიტორინგისთვის ელექტრონული სისტემების შექმნის შესახებ.

ამრიგად, 2005 წლის ოქტომბერში შეიქმნა DiacomTechnology®.

ამავე პერიოდში (2004-2005) რუსეთში დაარსდა კომპანია Diacom Technology® ბუნებრივი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის მკრტჩიან ხაჩატურის მიერ. ამ დღიდან დაიწყო ჩვენი ერთობლივი ისტორია. ეს არის Diacom Technology-თან ტრენინგის, მუშაობისა და თანამშრომლობის წლები. Diacom Russia-ს არსებობის დასაწყისიდანვე, გენერალურმა დირექტორმა და დისტრიბუტორმა რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში, ლიუბოვ პეტროვნა გამიდოვამ, დიდი ძალისხმევა გასწია, რომ ინფორმაციის ნაკლებობის ვაკუუმი არ ყოფილიყო. ყოველწლიურმა სამეცნიერო საანგარიშო კონფერენციებმა და ტრენინგ-სემინარებმა ხელი შეუწყო ტრენინგის ერთიანი ფორმის შექმნას და გამოცდილების გაცვლას სპეციალისტებს შორის, რომლებმაც დაიწყეს საკუთარი შედეგების მიღება!

სამეცნიერო კონფერენციებზე ჩვენი სპეციალისტები უზიარებენ გამოცდილებას და წარმოადგენენ სასწავლო მასალას პრაქტიკაში.

თავად სახელმა დიაკომმა, რომელიც თავდაპირველად ნიშნავდა ორი სიტყვის სიმბიოზს „დიაგნოსტიკურ კომპლექსს“, მოგვიანებით უფრო გლობალური მნიშვნელობა შეიძინა. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ ეგრეთ წოდებულ დიაგნოსტიკურ კომპლექსებზე (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისტემების დიაგნოზზე), არამედ ადამიანის სხეულის ფუნქციური მდგომარეობის სრულ დიაგნოზზე ყველა თანმხლები კვლევებით. მთავარი იდეა იყო ადამიანის სხეულის დიაგნოსტიკის ყველაზე სრულყოფილი სისტემის გამომუშავება. ხაჩატურ მკრტჩიანის ცოდნისა და ნიჭის წყალობით დაიბადა სუსტი ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედებით ცვლილებების აღმრიცხველი მოწყობილობის შექმნის იდეა.

დაბალი დენის ელექტრომაგნიტური ველების ჩაწერის ტექნოლოგიის პატენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უჯრედულ დონეზე დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისთვის

https://new.fips.ru/registers-doc-view/fips_servlet?DB=RUPAT&DocNumber=2017123963&TypeFile=html

ხაჩატურ მკრტიჩიანი – ჟურნალ “მეცნიერება და სამყაროში” გამოქვეყნებული კვლევითი სტატიების ავტორი.

  1. „ადამიანის ორგანიზმში უჯრედების ელექტრომაგნიტური ველის რხევების ჩაწერის აქტუალობა, როგორც პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდი და მისი პრაქტიკული გამოყენება მედიცინაში“ – „მეცნიერება და სამყარო“ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი No9 (49), 2017 წ. , ტ. II.

http://scienceph.ru/f/science_and_world_no_9_49_september_vol_ii_0.pdf

  1. „სინათლის გამოსხივების კონტროლირებადი მოდულაციის კომპლექსური სისტემა, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ დიაპაზონში, გაზგამშვები მილის მეშვეობით ელექტრული იმპულსების გამოყენებით“ – „მეცნიერება და სამყარო“ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი No10 (86), 2020წ.

http://scienceph.ru/f/science_and_world_no_10_86_october.pdf

გამძლეობა და რწმენა თავისი საქმიანობის მიმართ, დაეხმარა Diacom Technology®-ის მომავალ პრეზიდენტს, წარმატებით დაეკავშირებინა უახლესი კონკურენტუნარიანი მოწყობილობების განვითარება კომპანიის მენეჯმენტთან.

ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთო დიდი შრომის შედეგებს და უამრავ ადამიანს, ვინც აირჩია გაჯანსაღების ახალი ალტერნატიული, ინტეგრირებულიი მეთოდი და გახდა ჩვენი ჯგუფის წევრი ჩვენი მომხმარებლების მხარდასაჭერად.

წლების განმავლობაში, მრავალი სპეციალისტი გადამზადდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ესენი არიან ჩვენი კომპეტენტური და კარგად მომზადებული კოლეგები, რომლებმაც ისწავლეს სხვადასხვა მდგომარეობის მიზეზის პოვნა და მისი აღმოფხვრა ინტეგრირებული  ინდივიდუალური მიდგომით Diakom მოწყობილობებისა და SFCOP-დან მიღებული ჯანმრთელობის აღდგენითი კვების პროგრამების გამოყენებით.

ეს არის დიდი, გიგანტური შრომა, რომელის შედეგადაც ახლა უკვე დიდი გამოცდილებაა დაგროვილი და რომელსაც ჩვენი სპეციალისტები გულუხვად უზიარებენ კონფერენციებსა და სემინარებზე.

Diacom Technology მჭიდროდ თანამშრომლობს SFCOP-თან და მრავალი წელია ამ პროგრამის აქტიური მონაწილეა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღემდე, DiacomTechnology ცენტრებმა და ასობით თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი ამ პროგრამის ფარგლებში და მიიღეს აკრედიტაცია SFCOP-ის მიერ.

Diacom-ის აპარატების დახმარებით, მომზადებული სპეციალისტები ყველას, ვინც მათ მიმართავს, ცხადყოფენ, რომ ნებისმიერი დაავადება იწვევს შიდა და გარე ჰიგიენის დარღვევას და შემდგომში იწვევს პარაზიტულ ინფექციას! ყველა ეს მიზეზი შეიძლება აღმოიფხვრას Diakom მოწყობილობების სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით, თუ მიზეზი სწორად არის იდენტიფიცირებული და მოხდება შესაბამისი რეაგირება!

2005 წელი, ქალაქი კრასნოდარი, ვისაუბრებთ წარმოების ოფიციალურ დაწყებაზე. იმ დროს თვეში იწარმოებოდა დაახლოებით 30 მოწყობილობა, წარმოებული ძირითადი მოდელი იყო Diacom-Lite-FREQ COM ვერსიაში, რომელსაც შეეძლო დაბალი დენის ელექტრომაგნიტური ველების გაზომვა, მათი გავლენით ხდებოდა რეზონანსი და ინფორმაციის მიწოდება კომპიუტერზე, რაც იძლეოდა სიღრმისეული ანალიზის საშუალებას. ამ მოდელს ჰქონდა ჩაშენებული პულსის გენერატორი, რომელიც წარმოადგენდა Diacom-FREQ ტექნოლოგიის საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიისთვის მთავარია წარმოებული ტექნოლოგიების ხარისხისა და ფუნქციების მუდმივი გაუმჯობესება, გამონაკლისი არ იყო არც „დაბალი დენის ელექტრომაგნიტური ველების რეგისტრაცია რეზონანსული მეთოდით“. ეს პოლიტიკა იყო ამოსავალი წერტილი უფრო გლობალური მიმართულებების განვითარებისთვის.

2008 წელს გაიხსნა Diacom Technology® წარმომადგენლობითი ოფისი ჩეხეთში, ხოლო 2014 წელს ესპანეთში, რაც Diacom-ის პროდუქციის კიდევ უფრო წარმატებული ინტეგრაციის საშუალებას იძლევა გლობალურ ბაზარზე. სულ უფრო მეტი ახალი და გაუმჯობესებული მოწყობილობა იქმნება, კომპანია აუმჯობესებს თავის საკუთრებაში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფას და ავითარებს ახალს, იღებს ყველა საჭირო ლიცენზიას და პატენტს. სემინარები და ტრენინგები პროდუქტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ იმართება ევროპაში, ამერიკაში, რუსეთსა და აფრიკაში. კომპანია აწყობს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციებს, რომლებიც აერთიანებენ Diacom Technology®-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე კომპანიის კლიენტებს. არიან დისტრიბუტორები და კომპანიის წარმომადგენლები მთელს მსოფლიოში, რომლებიც წარმატებით და ღირსეულად წარმოადგენენ პროდუქტებს და მუდმივად ვითარდებიან Diacom Technology®-თან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით.

ამჟამად კომპანია Diacom Technology® დინამიურად ვითარდება და საპატიო ადგილს იკავებს ბიორეზონანსული ტექნოლოგიებისა და მსგავსი მოწყობილობების გლობალურ ბაზარზე.

კომპანია ახორციელებს რადიოელექტრონული (არასამედიცინო) პროდუქციის წარმოების სრულ პროცესს, დაწყებული ტექნოლოგიების შემუშავებიდან და დანერგვიდან, ინსტალაცია-მონტაჟიდან, ტესტირებამდე, მოწყობილობების შეფუთვამდე და საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებამდე. Diacom Technology®-ის მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი ეფუძნება ჩვენს საკუთარ გამოგონებებს, ზოგიერთ მათგანს აქვს პატენტები, ზოგი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. თუმცა, 20 წელზე მეტია, კომპანიის ხელმძღვანელი ხაჩატურ მკრტიჩიანი აგრძელებს კვლევას, რათა გამოიყენოს თავისი ცოდნა და გამოცდილება კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

ადამიანის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ანალიზის, ტესტირებისა და შეფასების ავანგარდული სისტემები თანამედროვე მედიცინაში ადამიანის დიაგნოსტიკის შედარებით ახალი მიდგომაა. ეს სფერო შედარებით ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე მოიპოვა მრავალი სპეციალისტის პატივისცემა და აქტიურად გამოიყენება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების და ადამიანის ემოციური მდგომარეობა იდენტიფიცირებისთვის. მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ გაანალიზოთ, არამედ მიიღოთ კარგი შედეგები დამღლელი, მტკივნეული და ხანგრძლივი ანალიზებისა და ტესტების გარეშე. ეს სისტემა საშუალებას აძლევს კარგ სპეციალისტს გამოავლინოს სხეულის დაზიანებისა და დისფუნქციის სფეროები რამდენიმე წუთში და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება დაზიანების კერაზე ზემოქმედების ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, ნეგატიური ფაქტორებისა და სხეულის დისფუნქციის გასანეიტრალებლად არა მხოლოდ ეპიცენტრში, არამედ მთლიანად სხეულზე. მეთოდი ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიაზე, ქრონიკული დაავადებების დროს და ასევე სარეაბილიტაციო პერიოდში.

დღეს Diacom მოწყობილობები ეხმარება ბევრ ადამიანს მთელს მსოფლიოში გადაჭრას პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე. იმისათვის, რომ ასე გაგრძელდეს მომავალშიც, Diacom Technology® გუნდი მუდმივად მუშაობს ახალი გადაწყვეტილებების შექმნასა და გაუმჯობესებაზე.

ყველა Diacom Technology® პროგრამული უზრუნველყოფა და მოწყობილობების მხარდაჭერა: ინგლისური, რუსული, ჩეხური, პოლონური, ესპანური და სხვა ენები.

რა განასხვავებს Diacom-ის პროდუქტებს დღეს კონკურენტების მსგავსი პროდუქტებისგან:

პასუხი აშკარაა და მარტივი – წარმოებული პროდუქციის ხარისხი და სტანდარტების მკაცრი კონტროლი, რასაც მოწმობს გარანტიების არსებობა, რადგან მწარმოებელი ყველასთვის ცნობილია, შემდეგ კი ღირებულება, რომელიც შეესაბამება ზემოთ მოცემულ ხარისხს, მაგრამ უფრო დაბალია, ვიდრე კონკურენტების მსგავსი პროდუქტების ფასები. ასეთი პოლიტიკა და სტანდარტები საშუალება მისცა კომპანიას დაეკავებინა თავისი ადგილი ბაზარზე და მტკიცედ გაეძლიერებინა თავისი პოზიცია. რა თქმა უნდა, გაყალბების მცდელობები არსებობს, მაგრამ წარმოებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ისევე როგორც უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიები, არ უტოვებს შანსს კონკურენტებსა და ფალსიფიკატორებს.

კომპანია სამომავლოდ გეგმავს:

კომპანიის გეგმები ძალიან გლობალურია და მისი საქმიანობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიღწეულზე გაჩერებას არავინ აპირებს. თვით ბაზრის სტაბილიზაციის ორგანიზებასთან დაკავშირებული გარე სირთულეებიც კი, პირიქით, აძლიერებს დაკისრებულ ამოცანებსა და მიზნებს.

Diacom Technology® ყოველთვის ცდილობს გაუსწროს დროს თავის საქმიანობაში. იმისთვის, რომ ეს ასე გაგრძელდეს, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი გადაწყვეტილებების შესაქმნელად და უკვე არსებულის გაუმჯობესებაზე.  ინოვაციები – ეს ჩვენი გატაცებაა. მაგრამ ამავე დროს, ეს არ არის თვითმიზანი, არამედ მტკიცე რწმენის შედეგი, რომ მათ უნდა მოუტანონ სარგებლობა ადამიანებს, გაუადვილონ მათ ცხოვრება, გახადონ ის უფრო ნათელი და ლამაზი – მთელ მსოფლიოში.

კარგი ამბავი ის არის, რომ ტექნოლოგიების წინსვლა დიდ იდეებს წარმოშობს. მათი სრული რეალიზება შესაძლებელია გარკვეული ტექნოლოგიური განვითარების საფუძველზე.

გმადლობთ, რომ აგვირჩიეთ!

თქვენი DiacomTechnology® გუნდი