დიანა ძიძიგური, ნათელა სალია, ოლგა ბოკერია,
მიხეილ გატოვსკი, ირინა მოდებაძე, ეკატერინე ბაკურაძე, გიორგი მოსიძე
ელ-ფოსტა: diana.dzidziguri@tsu.ge

მორფოლოგიის კათედრა, ბიოლოგიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერბათა ფაკულტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქ.13

ბაკლულევის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრი, მოსკოვი, რუსეთი,
ცენტრი იმედისი, მოსკოვი, რუსეთი

ნარკოზისა და ქირურგიული ჩარევის საპასუხოდ ორგანიზმის სტრეს-მალიმიტირებელი სისტემის მდგომარეობის შეფასება დღემდე აქტუალურ პრობლემად რჩება, რადგან ცნობილია, რომ აღნიშნული სისტემის დათრგუნვა ან აქტივაცია შესაძლებელია პოსტოპერაციული გართულებების მძლავრ ფაქტორად იქცეს. კომპენსატორული რეაქციების დარღვევები ძირითადი აისახება პოსტოპერაციული პერიოდის პირველ ფაზაზე.

სამუშაოს მიზანი იყო ჰალოტანის ნარკოზით განპირობებული ჰიპოკამპის სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების ბიორეზონანსული თერაპიით კორექციის შესაძლებლობის შესწავლა.

კვლევა ტარდებოდა ზრდასრული თეთრ არახაზოვან ვირთაგვებზე. ჰიპოკამპის უჯრედების მორფოფუნქციური აქტიურობის შესაფასასებლად გამოყენებული იქნა (GAD-65/67-ის GABA-ს მიმართ) შეღებვის იმუნოჰისტოქიმიური მეთოდი.

დადგენილი იქნა, რომ ჰალოტანის ნარკოზი იწვევს GAD 65/67 პოზიტიური უჯრედების რაოდენობის ცვლილებას ჰიპოკამპის CA1 და CA3 ველებში. ბრთ-ს გამოყენების შემდეგ GAD 65/67 პოზიტიური უჯრედების რაოდენობა ნორმალიზდება ცრუ ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ. ბრთ არ მოქმედებს გაემ პოზიტიური უჯრედების რაოდენობაზე.

შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ბიორეზონანსული თერაპიის სეანსები დადებით ზეგავლენას ახდენს ჰალოტანის ნარკოზით განპირობებული მორფოფუნქციური ცვლილებების ნორმალიზაციის პროცესზე.